20 ლიტრიანი მოცულობა და ტემპერატურის შენახვის ფუნქცია. დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა PVC მასალისგან. გამოიყენება კემპინგის დროს, ტურისტებისთვის. ხელს შეგიწყობთ კომფორტული პირობების შექმნას ღია ცის ქვეშ ბუნებაში. კონტეინერში მოთავსებული წყალი თბება მზის სხივების საშუალებით. კონტინერის ზედაპირი კარგად შეიწოვს მზის თერმულ ენერგიას და წყალს ათბობს კომფორტულ ტემპერატურამდე. მას გააჩნია სპეციალური კაუჭი, რისი საშუაელბითაც ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ კონტეინერი. დიზაინიდან გამომდინარე, მის დასაყენებლად არ გჭირდებათ რაიმე დამატებითი ხელსაწყოები. რეკომენდებული სიმაღლეა 2მ. მისი მოცულობა კი 20 ლიტრია, რაც იდეალურია სწრაფად გასათბობად და საკმარისია ერთი ადამიანისთვის შხაპის მისაღებად.
ამ პორტატული საშხაპით შხაპის მიღებას შეძლებთ ნებისმიერი ტიპის მოგზაურობაში. მისი დიზაინიდან გამომდინარე, გამოყენების შემდეგ იშლება და იკეცება, რაც საერთოდ არ დაიკავებს დიდ ადგილს თქვენს ბარგში. კონტეინერიდან გამოდის მილი, რომლის ბოლოშიც მოთავსებულია საშხაპის თავი, რისი საშუალებითაც შეგიძლიათ წყლის ნაკადის კონტროლი. ასევე კონტეინერის სახელურის გასაძლიერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პლსატმასის ხისტი მილი. შეგიშძლიათ ჩამოკიდოთ თქვენს მანქანაზე ან ხეზე და მიიღოთ შხაპი.
მასალა: PVC
მოცულობა: 20 ლ
შეფუთვის ზომა: 15.5x5x31 სმ
კონტეინერის ზომა: 40x60 სმ
წონა: 500 გ
ფერი: შავი
ცოტახნის წინ შევიძინე ეს პროტატული შხაპი და ძალიან კმაყოფილი ვარ. წყვილისთვის საბანაოდ საკმარისია 20 ლიტრიანი კონტეინერი.წყლის წნევაც საკმადო ძლიერია, საკმაოდ მალე თბება მზის სხივების საშუალებით. ძალიან მოსახერხებელია, ვუწევ რეკომენდაციას!
ეს პორტატული საშხაპე 20 ლიტრიანი კონტეინერით საოცარი რამ აღმოჩნდა. ძალიან მარტივია მისი დამონტაჟება და გამოყენება. ძალიან მომეწონა თუ როგორ მალე თბება წყალი მზის ენერგიით. საცოარია, როცა შემიძლია ცხელი შხაპის მიღება ღია ცის ქვეშ ბუნებაშიც. გამოყენების შემდეგ იკეცება და საკმაოდ კომპაქტურია. იდეალურია მათთვის ვისაც ლაშქრობა ჰაიკინგი და ველური ბუნების აქტივობები იზიდავს!
ძალიან მომეწონა ეს საშხაპე, იდეალურია ლაშქრობისთვის და სხვადასვხა გარე აქტივობებისთვის. წყალი მარტივად თბება მზსი ხსივების დახმარებით, ხოლო მისი მოცულობა სავასებით საკმარისია. საკმაოდ კომპაქტურია და გადასაადგილებლად მარტივი.
შეავსეთ განაცხადის ფორმა
ოპერატორი დაგიკავშირდებათ
შეკვეთის დეტალების დასაზუსტებლად
ნივთს მოგაწვდით ადგილზე
1-3 სამუშაო დღეში
ანგარიშსწორება ხდება კურიერთან
აქციის დასრულებამდე: